ონლაინ კონკურსი ,,მოაზროვნე” - მთავარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSხუთშაბათი, 17.05.2012, 04:09

ონლაინ კონკურსი „მოაზროვნე“

მენიუ
შესვლის ფორმა
ნიკი:
პაროლი:
ძებნა
ბანერები

მთავარი

კონკურსი  ,,The best linguist2

 

ქუთაისის #17 საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის,  მხარდაჭერით უკვე მეორე წელია აცხადებს 3 ტურიან ონლაინ კონკურსს ინგლისურ ენაში ,,The best linguist” საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. კონკურსში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი პედაგოგები პროგრამის "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში.

 

 კონკურსის მიზანია

მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეთა შორის ინგლისური ენის ცოდნისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების განვითარება და საუკეთესო ,,ლინგვისტისგამოვლენა.

 

კონკურსის მოთხოვნები:

1. ინგლისური ენის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად (კლასების მიხედვით);

2. კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა,

3.ავალებების შესრულება  On-line რეჟიმში;

4. პირადი Mail & Skype- არსებობა;

 

კონკურსი სამ ეტაპიანია:

I ონლაინ ტური მიმდინარეობს  2010 წლის 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე.

 I ტური მოიცავს შემდეგ დავალებებს:

1. წაკითხულის გააზრება;

2. გრამატიკული სავარჯიშო;

3. ტექსტში გამოტოვებული სიტყვების აზრობრივად ჩასმა;

4. სურათის აღწერა.

 

I ონლაინ ტურის შედეგები  გამოქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდზე www.17school.ge

2010 წლის 4 დეკემბერს.

 

II ტური გაიმართება On-line რეჟიმში. მოხდება კონკურსანტებთან 3 წუთიანი გასაუბრება  Skype ის საშუალებით.  2010 წლის 6-7 დეკემბერს (სკოლების ინფორმაციულ მენეჯერებს მოეთხოვებათ LIVE გასაუბრების ტექნიკური უზრუნველყოფა).

 

II ტურში გამარჯვებული კონკურსანტები

·   ამუშავებენ თემას (თემების სახელწოდება განთავსდება ამავე ვებ-გვერდზე II ტურის დასრულების შემდეგ)

·   ქმნიან შესაბამის ბლოგს

·   ბლოგის მისამართს აგზავნიან ელ-ფოსტაზე moazrovne@17school.ge (ბლოგის მისამართების მიღება შეწყდება 2010 წლის 15 დეკემბერს)

2010 წლის 16 დეკმბერს კონკურსის ვებ-გვერდზე განთავსდება გამარჯვებული ბლოგების ავტორთა სია.

2010 წლის 21 დეკემბერს გაიმართება კონკურსანტთა მიერ შექმნილი საუკეთესო ბლოგების პრეზენტაცია და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

 

კონკურსის ჟიურის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებით. განათლების სამინისტროს ინგლისური ენის სწავლების ექსპერტებით , ჯუდი ელიოტი და ბენ პილიგრიმი.

 

ნანახია: 108 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2010

ნანახია: 150 | დაამატა: admin | თარიღი: 12.04.2010

1 2 »
 
 
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
გამოკითხვა
რამდენად შეაფასებთ კონკურს?
სულ პასუხი: 93
მინი ჩატი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მოაზროვნე: 0

ქუთაისის № 17 საჯარო სკოლა © 2012